საფრანგეთის პრეზიდენტი გამოცემა „შპიგელის“ მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის შინაარსის ავთენტურობას უარყოფს
საფრანგეთის პრეზიდენტი გამოცემა „შპიგელის“ მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის შინაარსის ავთენტურობას უარყოფს. „ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტია. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატები მშვიდობისთვის და შეერთებულ შტატებს ვჭირდებით ჩვენ, რათა ეს მშვიდობა იყოს ძლიერი და მდგრადი,“-აცხადებს ემანუელ მაკრონი. 4 დეკემბერს შპიგელმა ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მაკრონი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინა შესაძლოა მოატუოს და ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცეს
