არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე გორში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე გორში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც აღინიშნა, მყარი ნარჩენების მართვა უნდა დაეფუძნოს ევროპულ სტანდარტებს, რისთვისაც აუცილებელია ძველი ნაგავსაყრელების ახალი, ობიექტებით ჩანაცვლება. ამჟამად, ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები კანონმდებლობის შესაბამისად ოპერირებს. ობიექტებს, საჭიროების მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდებათ, თუმცა, მათი უმეტესობის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. ახალი, ობიექტების გახსნის შემდეგ, კი ეტაპობრივად, დაიხურება ძველი ნაგავსაყრელები
