თბილისში დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისში დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნაა, სადაც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას. კონფერენციაში 20-მდე უნივერსიტეტის 50-მდე დოქტორანტი მონაწილეობდა. აკადემიური კომიტეტის წევრები და მოწვეული მომხსენებლები კი გამოცდილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები არიან
