ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა. წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს სამხედრო სამსახურში. 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. ახალქალაქში გამგზავრებამდე, ისინი სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ განყოფილებებში შეიკრიბნენ, სადაც სამხედროებისგან მითითებები მიიღეს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8-თვიანი ვადით გაივლიან
