კორუფციის ჭაობში მყოფი ევროკავშირის მხილებას უწოდებს მმართველი გუნდი დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას
კორუფციის ჭაობში მყოფი ევროკავშირის მხილებას უწოდებს მმართველი გუნდი, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას. სადაც ევროკავშირი, ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა განხილული. დოკუმენტში უკრაინის ომის სწრაფად დასრულება ძირითად ინტერესადაა დასახლებული, მოლაპარაკებების წარმოება კი მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. სტრატეგიის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. ასევე, ამერიკის პრეზიდენტი არამიზნობრივად მიიჩნევს ნატოს უსასრულოდ გაფართოებას, ევროპას კი მოუწოდებს რომ საკუთარი თავი თავად დაიცვას
