გარე ძალების ჩავარდნილი გეგმები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული სქემა
გარე ძალების ჩავარდნილი გეგმები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული სქემა. საქართველოს წინააღმდეგ, უცხოური სპეცსამსახურების დეზინფორმაციული კამპანია, უკვე დიდი ხანია მიმდინარებს, თუმცა ვერც ერთ ჯერზე, სასურველ შედეგს ვერ აღწევს. მათი მიზანი, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების არევა და ეკონომიკის ჩამოშლაა. პროპაგანდას ისინი სწორედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ. 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი 22 ე.წ. ონლაინ მედია-ქსელი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საქართველოში როგორც ტყუილის, ისე შავი ფულის შემოდინების მთავარი მექანიზმია, გამოგონილი ამბებით საზოგადოებაში მღელვარების მატებას ცდილობს. ამის მაგალითია, პროპაგანდა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, შეტევა მასშტაბურ ინვესტიციაზე და ნივთიერება კამიტის შესახებ გავრცელებული სიცრუე
