იაპონიის დედაქალაქში ძიუდოში ტოკიოს „გრანდ სლემი“ დაიწყო
იაპონიის დედაქალაქში ძიუდოში ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო. 100 კგ-ში ფინალში გავიდა ილია სულამანიძე. ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონს, რუს მატვეი კანიკოვსკის იპონით სძლია და ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება. დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი ჯაბნიაშვილი. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება
