ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მიიღეს.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 ნაკრები, თორმეტ ქვეჯგუფში იასპარეზებს. ამ მომენტისთვის მსოფლიო პირველობის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო დარჩენილი ექვსი საგზურის მფლობელის ვინაობა მარტში გახდება ცნობილი. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, ოცდამეთორმეტედში, ფინალში ორი გუნდი გავა. პლეი ოფში ბრძოლას ასევე გააგრძელებს რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი. მსოფლიო პირველობა 11 ივნისიდან, 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება
