„20 წელი მსოფლიოს სცენებზე" - აღიარებულმა ქართველმა ოპერის მომღერალმა ზურაბ ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტი გაიმართა
„20 წელი მსოფლიოს სცენებზე" - აღიარებულმა ქართველმა ოპერის მომღერალმა ზურაბ ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტი გაიმართა. კლასიკური ხელოვნების შემსრულებელი, მსმენელის წინაშე, მსოფლიოს წამყვან სცენებზე ნამღერი სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებით წარდგა. ოპერის მომღერალს სცენაზე აკომპანემენტს იტალიელი პიანისტი ალესანდრო მიშიაცი უწევდა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონცერტი ზურაბ ზურაბიშვილის მსოფლიო სცენებზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა
