ვიქტორ ორბანი: ევროკავშირი კორუფციაში იხრჩობა
ევროკავშირი კორუფციაში იხრჩობა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკომისია და ევროპარლამენტი სკანდალში არიან გახვეულნი, თუმცა ბრიუსელი კვლავ აცხადებს, რომ მორალური უპირატესობა აქვს. „ევროკავშირმა უკრაინაში კორუფცია უნდა გააკრიტიკოს, მაგრამ სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, ბრიუსელი და კიევი ერთმანეთს იცავენ“ – წერს უნგრეთის პრემიერი
