The New York Times: ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ საერთაშორისო დახმარებაზე ზედამხედველობის საბოტაჟი მოაწყო და კორუფციას ხელი შეუწყო
„ზელენსკის მთავრობამ საერთაშორისო დახმარების ფულზე ზედამხედველობის საბოტაჟი მოაწყო და კორუფციას ხელი შეუწყო“ - -ამ სათაურით „ნიუ იორკ თაიმსი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს და ევროპას უკრაინაში გაგზავნილ ფულზე ზედამხედველობის დაწესება სურდათ ხარჯების მონიტორინგისა და კორუფციის პრევენციის მიზნით, თუმცა უკრაინის მთავრობა სისტემატურად ახდენდა ზედამხედველობის საბოტაჟს, რაც კორუფციის აყვავების საშუალებას იძლეოდა. „ ზელენსკის ადმინისტრაციამ საბჭოები ერთგული წევრებით დააკომპლექტა, ადგილები ცარიელი დატოვა ან საერთოდ შეაფერხა მათი შექმნა. ქვეყნის ლიდერებმა კომპანიების წესდებაც კი გადაწერეს ზედამხედველობის შესაზღუდად და მთავრობის კონტროლის შესანარჩუნებლად, რაც მათ ასობით მილიონი დოლარის დახარჯვის საშუალებას აძლევდა გარეშე პიროვნებების ჩარევის გარეშე. ევროპელი ლიდერები წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, მაგრამ უხალისოდ იტანდნენ უკრაინის კორუფციას, იმ მოტივით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იყო. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა გარე ზედამხედველობას ძირს უთხრიდა, ევროპული ფული მაინც აგრძელებდა შედინებას“ – ნათქვამია სტატიაში
