აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის, ართვინის პროვინციის გუბერნატორს და დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის, ართვინის პროვინციის გუბერნატორს და დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა და თურან ერგუნმა, აჭარის რეგიონსა და ართვინის პროვინციას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების განვითარებისთვის. სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა აჭარისა და ართვინის პროვინციას შორის არსებულ მჭიდრო მეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება
