„ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური ჯგუფის საშუალებით პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე
„ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს. საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს. აღნიშნული იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიური ნივთიერება, კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. დოკუმენტებით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენისა და სენატორების ოფისთან, ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც
