ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ცენტრის საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძემ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
