მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში დიდი ოდენობით „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
21 შეკვრად დაფასოებული „კოკაინი“ - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სარფის გამშვებ პუნქტში დააკავეს. ნარკოტიკული საშუალება, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული კი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
