უკრაინის ომის სწრაფად დასრულება ძირითად ინტერესადაა დასახელებული დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, სადაც ევროკავშირს ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად განიხილავს
უკრაინის ომის სწრაფად დასრულება ძირითად ინტერესადაა დასახელებული დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, სადაც ევროკავშირს ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად განიხილავს. ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება კი მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად, რათა ის გადარჩეს როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. სტრატეგიის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ევროპულ სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში იქნებიან. ამერიკის პრეზიდენტი არამიზნობრივად მიიჩნევს ნატოს უსასრულოდ გაფართოებას, ევროპას კი მოუწოდებს რომ საკუთარი თავი თავად დაიცვან
