ღირებულებების დაცვა იტალიაში
სქესობრივი აღზრდის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი იტალიაში - ჯორჯა მელონის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო, საშუალო სკოლებში 11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიღების საშუალებას მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით იძლევა, დაწყებით კლასებში კი იკრძალება. იტალია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც სკოლებში სექსუალური განათლება სავალდებულო არ არის.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
