კორუფციული დანაშაული
ქრთამის აღება, ქრთამის აღებაში დახმარება და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება -კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონებში, სისხლის სამართლის 6 სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ხუთი ადამიანი დააპატიმრეს, ჯამში კი პასუხისგებაში 14 მოქალაქეა მიცემული.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
