ბინები 762 დევნილ ოჯახს
დევნილ ოჯახებზე ზრუნვა როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცათ. საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებულია. კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც ოთხი უკვე აშენებულია. სრულად მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ახალმოსახლეებს ბინების გასაღებები სიმბოლურად, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და კახა კალაძემ გადასცეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
