გერმანული მედიის ცნობით, გერმანელმა პოლიტიკოსებმა და ლობისტებმა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა გამართეს
ცაიტი და დოიჩე ველე წერენ, რომ ნოემბრის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკება შედგა, საუბრის თემა ორ ქვეყანას შორის კონტაქტების აღდგენაც იყო. მედია წერს, რომ ამ ფორმატში რუსეთისა და გერმანიის დელეგაციები უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს.
