ელ პაისის ცნობით, ევროპაში აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ ომის დასასრულებლად უკრაინა ტერიტორიულ დათმობაზე უნდა წავიდეს
გამოცემის ცნობით, უკვე ისიც განიხილება თუ როგორ უნდა აუხსნას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს საკუთარ ხალხს. ელ პაისი წერს, რომ ხმამაღლა ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის კომპრომისზე არ ლაპარაკობენ, თუმცა ეს საკითხი აქტუალური იყო უკრაინელ კოლეგებთან გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლების შეხვედრისას. ელ პაისი წერს, რომ ევროპას არც სამშვიდობო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია და არც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლა.
