ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით - „ბრძოლა ევროპის სულისთვის“- ერთ-ერთი პანელური სესია დიფ სთეითთან ბრძოლის აუცილებლობას დაეთმო
სიტყვით გამოვიდა ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დიფ სთეითის ნაწილი ევროკომისიაში იმალება და საჭიროა ამ ინსტიტუტის ტრანსფორმაცია. ევროდეპუტატის თქმით, ევროკომისია იქცა ადგილად, სადაც რეალობა იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. ამავე კონფერენციაზე ისაუბრეს ბრიტანული დიფ სთეითის გამოწვევებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობიდან დიფ სთეითის რადიკალურად აღმოფხვრის საჭიროებაზე.
