აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლოურენს ვილკერსონის განცხადება
აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლოურენს ვილკერსონი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჰყავდათ „ენჯეოები“, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად იყენებდნენ. ლოურენს უილკერსონმა უკრაინის მაგალითზე განიხილა, თუ როგორ მოქმედებდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ჯარის წარმომადგენლები „ენჯეოების“ გამოყენებით ქვეყნის ნატოსთან დაკავშირების მიზნით. მისივე თქმით, ანალოგიური ქმედებები საქართველოშიც განხორციელდა.
