იტალიაში ჯორჯა მელონის მთავრობა სენატს სქესობრივი აღზრდის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის მიღებას სთხოვს
იტალიაში ჯორჯა მელონის მთავრობა სენატს სქესობრივი აღზრდის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის მიღებას სთხოვს. ახალი კანონპროექტი, რომელიც იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო, საშუალო სკოლებში 11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიღების საშუალებას მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით იძლევა, დაწყებით კლასებში კი აკრძალულია. მელონის მთავრობაში აცხადებენ, რომ სექსუალური განათლება ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ იდეოლოგიას და საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს. იტალია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც სკოლებში სექსუალური განათლება სავალდებულო არ არის.
