უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და უშიშროების სამსახური რადის დეპუტატის, ანა სკოროხოდის სახლში ჩხრეკას ატარებს
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და უშიშროების სამსახური რადის დეპუტატის, ანა სკოროხოდის სახლში ჩხრეკას ატარებს. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ კი, ის თანამოაზრეებთან ერთად ერთ-ერთი ბიზნესმენიგან ქრთამის სახით 250 ათას დოლარს ითხოვდა. სკოროხოდი ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო მოქმედებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მასზე, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
