ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 ადამიანია დაკავებული
ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. საპოლიციო ღონისძიება სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად ჩაატარეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
