ლოურენს ვილკერსონმა გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა
აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს ვილკერსონმა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის, გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, იყენებდნენ არა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, არამედ ჰყავდათ „ენჯეოები“, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად იყენებდნენ. ლოურენს უილკერსონმა უკრაინის მაგალითზე განიხილა, თუ როგორ მოქმედებდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ჯარის წარმომადგენლები „ენჯეოების“ გამოყენებით ქვეყნის ნატოსთან დაკავშირების მიზნით. მისივე თქმით, ანალოგიური ქმედებები საქართველოშიც განხორციელდა.
