გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს და არა შეერთებულ შტატებს
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს და არა შეერთებულ შტატებს. ფრიდრიხ მერცის თქმით, ვაშინგტონში ზოგიერთს გაყინული აქტივებით გარკვეული ეკონომიკური მოგების მიღება სურს, თუმცა ფული კიევს სჭირდება და არა ვაშინგტონს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გერმანიის კანცლერი დღეს ბელგიის პრემიერმინისტრს შეხვდება. შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრება. მხარეები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემის საკითხს განიხილავენ. ბელგია, სადაც რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი ინახება, ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს
