თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მეხუთე მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მეხუთე მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. მეხუთე მემილიონე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე პიერ ბერეტი იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრის დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა. მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში
