სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს. პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14 000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე, ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღეს. უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ
