სიმართლე ე.წ. კამიტის შესახებ
BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში დასახელებული ვერსიები, აქციებზე აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს. კამიტის სახელით ცნობილი, ნახსენები ნივთიერება უმძიმეს გართულებებს გამოიწვევდა, თუმცა 1 წლის განმავლობაში მსგავსი არავის არაფერი უთქვამს, არ არსებობს საავადმყოფოებისთვის მიმართვის შემთხვევები. ამას გარდა 32 წლის წინ აკრძალული ქიმიური ნივთიერება, გამოყენების შემთხვევაში, გარემოსაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებდა. ამას BBC-ის ერთ-ერთი უცხოელი რესპონდენტიც ამბობს. ცალკე საკითხია ფილმის საყრდენი- ქართველ პედიატრთა მოკვლევა, რომელიც სერიოზულ დოკუმენტად ვერ განიხილება
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
