2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 64,700 მლრდ ლარი შეადგინა
2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა 64 მლრდ 700 მლნ ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, რომლის მოცულობაც 25 მილიარდ ლარზე მეტით განისაზღვრა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 9,7 პროცენტით აღემატება
