კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ევროკავშირის წევრ მხოლოდ ოთხ ქვეყანას ჩამორჩება
კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ევროკავშირის წევრ მხოლოდ ოთხ ქვეყანას ჩამორჩება. ინდექსის თანახმად, საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო, 144 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22-ე პოზიციაზე გავიდა, სახელმწიფოებს შორის კი მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა გერმანიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ესტონეთთან ერთად თანაბარი ქულით. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს. 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია გელაპმა გამოაქვეყნა
