საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს. ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
