ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა ჩავარდა
ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა ჩავარდა. მოთხოვნა, რომ ე.წ „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეეტანათ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა დაბლოკა. მმართველი გუნდის მიერ მტრულ აქტად შეფასებული კანონპროექტი, მათივე თქმით, ოპოზიციის კარნახით არის დაწერილი და მისი კანონად ქცევა ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს საქართველოში დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ
