საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასეს და პლანეტის პირველობისთვის მზადების პროცესზე ილაპარაკეს. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ბ ჯგუფში მოხვდა და მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, იტალიასა და რუმინეთს დაუპირისპირდება. 2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიის შვიდ ქალაქში 1-ელი ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე გაიმართება. პირველად ისტორიაში ფინალურ ეტაპზე, 20-ის ნაცვლად, 24 ნაკრები ითამაშებს, რომლებიც ექვს ჯგუფში გადანაწილდებიან. ტურნირის ზუსტი განრიგი 2026 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდება.
