„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, კონსერვატორიაში დასკვნითი კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, კონსერვატორიაში დასკვნითი კონცერტი გაიმართა. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საფორტეპიანო, კამერულ და ვოკალურ მუსიკას აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
