საფრანგეთის პრეზიდენტი პეკინში ჩინეთის ლიდერს შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტი პეკინში ჩინეთის ლიდერს შეხვდა. ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა 12 შეთანხმება გააფორმეს, რომლებიც ორმხრივ ინვესტიციებს, ასევე ბირთვულ ენერგეტიკაში, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში თანამშრომლობას მოიცავს. მაკრონმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთი ჩინეთთან დაბალანსებული ურთიერთობების დამყარებას ემხრობა.
