„როიტერსის“ ცნობით, უკრაინა დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა
„როიტერსის“ ცნობით, უკრაინა დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა. ოთხწლიანი ომის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობა 42 მილიონიდან 36 მილიონამდე შემცირდა. მხოლოდ 31 მილიონი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც კიევი აკონტროლებს. დემოგრაფიული პრობლემები ძირითადად ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებას, საბრძოლო მოქმედებების მნიშვნელოვან მსხვერპლს და შობადობის მაჩვენებლის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება
