ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის განცხადებით, დიფ სთეითი მთავრობაში ფესვგადგმული ქსელია
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის განცხადებით, დიფ სთეითი მთავრობაში ფესვგადგმული ქსელია, რომელიც, პირველ რიგში, პარტიული მემარცხენეებით არის დაკომპლექტებული. რონ ჯონსონის თქმით, დიფ სთეითის მოქმედმა პირებმა ხელი შეუშალეს ისეთ გამოძიებებს, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახის, განსაკუთრებით კი, მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის შესაძლო კორუფციული გარიგებები. სენატორი ჯონსონი, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყვება, რომ დიფ სთეითის აპარატს ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც დაუპირისპირდა.
