„ბრძოლა ევროპის სულისთვის“
ევროპარლამენტარები, ექსპერტები და მკვლევრები აცხადებენ, რომ ევროპა ღრმა კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგას. ამ თემებზე სასაუბროდ ბრიუსელში ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს, სახელწოდებით- „ბრძოლა ევროპის სულისთვის“. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ბრიუსელის ელიტა წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის მცდელობასა და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა ღირებულებებიც დაამახინჯა და ძალაუფლების ცენტრალიზებით, თანდათან დიქტატურასა და კომუნიზმს ემსგავსება.
