თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია გააცნეს. სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობასა და ჯარისკაცის პროფესიაზე ესაუბრნენ. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ.
