თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტის მიზანი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.
