ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას, რუსთავის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას, რუსთავის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა, რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახალგაზედებთან ძალადობის პრევენციის მეთოდებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
