ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა. პროექტის ფარგლებში, 5 500 კვ.მ ფართობზე შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთდა კომბინირებული სპორტული მოედანი. დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე. სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯა.
