კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო ზედამხედველობის კუთხით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. წელს სააგენტომ, ჯამში, სამი მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის, კერძოდ, არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა.
