2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა
2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 64 მლრდ 700 მლნ ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პრიდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, რომლის მოცულობაც 25 მილიარდ ლარზე მეტით განისაზღვრა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 9,7%-ით აღემატება.
