გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა. საქართველოს მკაფიო პოზიციის ფონზე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ ასობით რეზოლუციაზე მიერთებას გულისხმობს, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
