ფინეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ არის, თუმცა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებაში
ფინეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად მზად არ არის, თუმცა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებაში. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ფინეთის პრემიერმა აღნიშნა, რეალური უსაფრთხოების გარანტიები დიდი ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მხრიდან უნდა მოდიოდეს. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ფინეთს საკუთარი სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში გაგზავნა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ჰელსინკის არ სურს, რუსეთთან ომის რისკის ქვეშ დადგეს.
