სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ ადამიანს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოკვლის მუქარით თანხა მოსთხოვეს. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
